ახალი ამბები
ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 1-ლი მარტიდან განაახლებს
FaceBook
ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა დაგეგმილი.

ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ვინაიდან გვაქვს გარკვეულ რეგიონებში ვითარებს შემსუბუქების ნიშნები, გვაქვს საშუალება წერტილოვანი შეზღუდვები შევამსუბუქოდ. საბჭოზე მივიღეთ გადაწყევტილება 1-ლი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. მუშაობას განაახლებენ სკლები, მაღაზიები და სავაჭრო ობიექტები. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებევრლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები , სკოლები და შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმლი გვაქვს 1-ლი მარტიდან",- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

არასამთავრობო ორგანიზაციები პირველი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას ითხოვდნენ. შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული აკრძალვა უდიდესი დარტყმაა მოსახლეობის უღარიბესი ფენისთვის და წარმოადგენს პირდაპირი დისკრიმინაციის მძიმე ფორმას.

28 ნოემბრიდან ქვეყანაში საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს. რაც გულისხმობს მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვას თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში; დახურულია სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები.
Print