ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

რეგიონში კოვიდკლინიკებში 710 ადამიანი მკურნალობს, აქედან მძიმედაა 179, ხოლო სუნთქვით აპარატზე 25 პაციენტი იმყოფება.

ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 469  ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 249 934-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 792 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 236 922-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 987 პირი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დ ეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print