ახალი ამბები
„შეზღუდვების მოხსნა განათლების სექტორიდან უნდა დაიწყოს“ - ამირან გამყრელიძე
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების მოხსნის გეგმას მთავრობა უახლოეს დღეებში წარადგენს.

მისი თქმით, შემსუბუქება იქნება ეტაპობრივი და ის დამოკიდებული იქნება ეპიდვითარებაზე. ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვების მოხსნა უნდა დაიწყოს განათლების სექტორიდან.

"გახსნის პროცედურები უნდა დაიწყოს განათლების სექტორიდან. ბიზნესის ეტაპობრივი გახსნის გეგმა ორ-სამ დღეში იქნება მზად. ეპიდსიტუაციის მკაცრი მონიტორინგის ფონზე, იმიტომ  რომ ხედავთ რაც ხდება ევროპაში, იკეტება ბევრგან, იმიტომ, რომ მესამე ტალღის საშიშროება არსებობს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, რეგულაციების თამამად შემსუბუქების შესაძლებლობა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 5%-მდე დაიწევს, ოპტიმალურ შემთხვევაში კი 3%-ზე ჩამოვა.

ამირან გამყრელიძემ ასევე ისაუბრა  ვაქცინაზე და განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება, როგორც "კოვაქსის" პლატფორმასთან, ასევე ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან, რომ ქვეყანამ პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს მუშაკებისთვის მიიღოს ვაქცინ.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსის მხოლოდ 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რადიკალურად განსხვავებულია ბოლო თვეების მონაცემებისგან.
Print