ახალი ამბები
დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციურად განახლდა
FaceBook
დიდ ქალაქებში სასწავლო წლის მეორე სემესტრი დღეიდან, 18 იანვრიდან დისტანციურ ფორმატში განახლდა, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დანარჩენ სკოლებში კი სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ გასულ კვირას გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

უწყების ცნობით, ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, განათლების სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და სადეზინფექციო სითხეებით.

ქვეყნის დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი 4 ნოემბრიდან დისტანციურად მიმდინარეობს. საგაკვეთილო პროცესი 14 იანვარს უნდა განახლებულიყო თუმცა უწყებამ ეს გადაწყვეტილება კოვიდინფექციის გაზრდილი შემთხვევების გამო მიიღო.

ქუთაისში, სულ 38 საჯარო სკოლაა, სადაც 24 ათასამდე მოსწავლე ირიცხება.


ამავე თემაზე:

ტყიბულში სასწავლო პროცესის დისტანციურად გაგრძელებას ითხოვენ

ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმატით 18 იანვრიდან განახლდება
Print