ახალი ამბები
დღეს, იმერეთში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსის  100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

რეგიონში კოვიდინფექციაზე 701 ადამიანი მკურნალობს, აქედან მძიმედაა 189, ხოლო სუნთქვით აპარატზე 27 პაციენტი იმყოფება. 

დღეს, 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 9 083 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 პისიარ  ტესტით. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 232 993-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 933 პირი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print