ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, იმერეთში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რეგიონის კოვიდკლინიკებში 740 პაციენტი მკურნალობს. აქედან 189-ის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება - 29, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია - 7, კლინიკურ სასტუმროში -30, თვითოზოლაციაშია 2 756 მოქალაქე.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 177 ახალი შემთხვევა. ჯამში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 245 789 - ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 837 პირი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 229 196-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 2 893 პირი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print