ახალი ამბები
იმერეთში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან
FaceBook
იმერეთში სტიქიამ რვა მუნიციპალიტეტი დააზარალა.

სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, რეგიონებში ზარალის ოდენობის დათვლა დასრულებული არაა.

"იმერეთში უხვმა ნალექმა რვა მუნიციპალიტეტი დააზარალა. ძირითადად დაზიანდა გზები, სასოფლო სამეუნეო სავარგულები და დაიტბორა სახლები. მიმდინარობს ზარალის დათვლა, ჯერ დასრულებული არ არის და როგორც კი გახდება ცნობილი სახელმწიფოს მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება",
- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. 

იმერეთის მუნიციპალიტეტებში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. რთული მდგომარეობა იყო განსაკუთრებით იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში. ხარაგაულში ადიდებულმა მდინარე ძირულამ დატბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, ბორითის თემში წაიღო დროებითი ხიდი, რის გამოც შეფერხდა სამანქანო გზით გადაადგილება, მოვარდნილმა ღვარცოფებმა და მეწყერულმა წარმონაქმნებმა დააზიანა საუბნო გზები.

სამტრედიაში, ბაშში საკარმიდამო ნაკვეთები და 10-მდე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 6 სოფელში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ეზოები და სათბურები. ელეტქროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდა მოსახლეობის უმეტესობას. 

Print