ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, იმერეთში კორონავირუსის 196  ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რეგიონის კოვიდკლინიკებში 746 პაციენტი მკურნალობს. აქედან 192-ის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება - 27, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია - 7, კლინიკურ სასტუმროში -28, თვითოზოლაციაშია 2 549 მოქალაქე.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევა. ჯამში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 243 255-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 748 პირი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 228 359-მდე.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 2 867 პირი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print