ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, იმერეთში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონის კოვიდკლინიკებში 767 პაციენტი მკურნალობს. აქედან 191-ის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება - 29, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია - 8, კლინიკურ სასტუმროში -24, თვითოზოლაციაშია 2 212 მოქალაქე.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 551 ახალი შემთხვევა. ჯამში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 239 780-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 880 პირი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 226 215-მდე.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 2 796 პირი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

Print