კორონავირუსი
იმერეთში კორონავირუსის 257 შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, იმერეთში კორონავირუსის 257 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რეგიონის კოვიდკლინიკებში 732 პაციენტი მკურნალობს. აქედან 206-ის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება -31, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია - 64, კლინიკურ სასტუმროში -24, თვითოზოლაციაშია 2 473 მოქალაქე.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 612  ახალი შემთხვევა. ჯამში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 235 491-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 419 პირი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 223 695-მდე.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 2 694 პირი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print