ახალი ამბები
კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მხოლოდ ინფექციური პროფილის კლინიკები მიიღებენ
FaceBook
კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მხოლოდ ინფექციური პროფილის კლინიკები მიიღებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ვირუსით ინფიცირების შემთხვევების კლებამ განაპირობა. ცვლილება კლინიკების ნაწილს უკვე შეეხო. პირვანდელი პროფილით გააგრძელებს საქმიანობას ქუთაისში ,,უნიქალმედი". კლინიკის პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ კოვიდპაციენტებს უკვე აღარ მიიღებენ.

,,ინფიცირების შემთხვევების კლების გამო მოხდა გადაწყვეტილების მიღება. კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მხოლოდ ინფექციური პროფილის კლინიკები მიიღებენ, ჩვენი კლინიკა ჩვეულ რეჟიმიში გააგრძელებს ფუნქციონირებას",-
აცხადებენ ,,უნიქალმედიში".

ვირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებას აგრძელებს კლინიკა ,,ბომონდი". სამუშაო განრიგის ცვლილებაზე მათ სამინისტროდან გადაწყევტილება ჯერ არ მიუღიათ.

,,კლინიკა "ბომონდის" კოვიდცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. კოვიცენტრის მუშაობაში ცვლილებები არ შედის",- აცხადებენ კლინიკაში.

კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ჩვეულებრივ მიიღებს ,,ლჯ და კომპანია". ინფექციური პროფილის გამო ახალი გადაწყვეტლება მათ არ შეეხებათ.

,,ცვლილება ჩვენ არ გვეხება ინფექციური პროფილის გამო, პაციენტების რაოდენობა შემცირებულია და ამან გამოიწვია ეს ცვლილებაც. ჩვენ გავაგრძელებთ პაციენტების მიღებას. ამ დროისათვის კლინიკაში გვყავს 52 პაციენტი", - აცხადებენ ,,ელჯიკოში".

არაინფექციური პროფილის კლინიკების ვირუსის მართვაში ჩართვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ვირუსის მეორე ტალღის დროს ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

შესაბამისად, ქუთაისში კოვიდპაციენტების მართვაში  ათამდე კლინიკა იყო ჩართული. 

კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების შემცირების შესახებ განმარტებას ჯანდაცვის სამინისტროში მოგვიანებით გააკეთებენ.

რაც შეეხება კოვიდსტატისტიკას, რამდენიმე დღეა ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა იკლო.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი, ხოლო დაინფიცირდა 537 ადამიანი.

ავტორი: ანა ჯიქია 


Print