ახალი ამბები
დღეს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება
FaceBook

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, 21:00 საათიდან 7 იანვრის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება.


ახალი წლის ღამის მსგავსად, შობის ღამეს გადაადგილების შეზღუდვა მოხსნილია როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით.

 

გამოაკლისი მხოლოდ დღევანდელ დღეს ეხება.  მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაშია, ახალი წლისა და შობის ღამეები კი გამონაკლისს წარმოადგენს.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად, დღესასწაული ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნონ.


მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემრიდან შეზღუდვები ამოქმედდა.

Print