ახალი ამბები
დღეიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა
FaceBook
3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით საქართველოში უქმეები გამოცხადდა.
საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის ეს პერიოდი დასვენების დღეებად გამოცხადდება, ხოლო კერძო სექტორისთვის 3-დან 15 იანვრამდე უქმეების გამოცხადება ნებაყოფლობითია.

ამასთან, სავაჭრო მოლებმა და სხვა ობიექტებმა მუშაობა 19:00 საათიდან უკვე შეაჩერეს.

კოვიდსტატისტიკაში სტაბილიზაციის ტენდენციის მიუხედავად, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, იანვრის მეორე ნახევარში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

სპეციალისტები ამის მიზეზად ახალი წლის დღეებში მობილობის გაზრდას ასახელებენ.

დღეიდან დაიკეტა სავაჭრო ცენტრები და ეს შეზღუდვა იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. გაიხსნება თუ არა სავაჭრო ცენტრები და სხვა ობიექტები თებერვლიდან, დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე.

დღეიდან რა შეზღუდვები  რჩება ძალაში ნახეთ აქ.
Print