ახალი ამბები
3 იანვრიდან სავაჭრო ობიექტები და მოლები ისევ იხურება
FaceBook
სავაჭრო ობიექტები და მოლები დღეიდან ისევ დაიხურა.
ობიექტები მუშაობას ონლაინ გააგრძელებენ.

3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები ცხადდება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით:

ცხადდება უქმე/დასვენების დღეები; აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში; არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში;

ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული;

მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით;

რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე.

ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნიოს მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით. (გამონაკლისი მხოლოდ 6 იანვარი შობის ღამე იქნება).

დღეიდან რა შეზღუდვები  რჩება ძალაში
ნახეთ აქ.
Print