კორონავირუსი
კორონავირუსს პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე ემსხვერპლა
FaceBook
60 წლის ასაკში კორონავირუსით მეცნიერი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე გარდაიცვალა.
ის თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. ვირუსს ერთი თვის განმავლობაში ებრძოდა.

ტარიელ ფუტკარაძე იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; სამეცნიერო ცენტრის ქართველური დიალექტოლოგიის მიმართულების კონსულტანტი;

ფილოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი.

Print