ახალი ამბები
ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს.

"ახლახანს მოვიდა პასუხი და დაუდასტურდა კორონავირუსი. თავს კარგად გრძნობს. ასიმპტომურია ამ ეტაპზე“,-აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

დღეს  საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
Print