ახალი ამბები
1 097 ინფიცირებული, 3 208 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 394 ტესტი,

შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 097 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 208 პირი.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 394 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 993 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 401 PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 208 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 203 547-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევაა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 377 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 097 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 484 შემთხვევა, აჭარა - 81, იმერეთი - 185, ქვემო ქართლი - 84, შიდა ქართლი - 63, გურია - 26 სამეგრელო - ზემო სვანეთი - 61, კახეთი - 61, მცხეთა-მთიანეთი - 30, სამცხე-ჯავახეთი - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

Print