ახალი ამბები
ქუთაისში სავაჭრო ცენტრები გაიხსნა
FaceBook
ქუთაისში სავაჭრო ცენტრებს დღეიდან მუშაობის უფლება  2 იანვრამდე მიეცათ.

გახსნის მიუხედავად, ტექნიკისა და ტანსაცმლის მაღაზიებთან ხალხის დიდი ნაკადი არ შეინიშნება. მოქალაქეთა მცირე რიგია ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრ "გრანდ მოლთან". ქუჩებში არც საცობია.

24 დეკემბრიდან დიდ ქალაქებში სავაჭრო ცენტრები სპეციალური წესების დაცვით გაიხსნა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 7 საათიდან საღამოს 19 საათამდე. სავაჭრო ობიექტში მომხმარებელი დაშვებული იქნება  ნაკადების მკაცრი მართვით, ამასთან მაღაზიის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებლისა. სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით.

24 დეკემბრიდან შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხო ბაზრობებს. საკოორდინაციო საბჭოს პოზიციით, ბაზრობებზე დადგენილი წესების დაცვის გაკონტროლება ეფექტურად ვერ მოხდებოდა, რის გამოც, მათ მუშაობის უფლება არ მიეცათ. მუშაობა კვლავ აკრძალული აქვთ საქალაქთაშორიოს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს.


რა გეგმა წარადგინა საკოორდინაციო საბჭომ ნახეთ აქ:
Print