ახალი ამბები
ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსი 497 ადამიანს დაუდასტურდა
FaceBook
22 დეკემბრის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსის 497 შემთხვევა გამოვლინდა. ამ მონაცემებით რეგიონი ქვეყანაში თბილისისა და აჭარის შემდეგ კვლავ მესამე ადგილზეა.


1 293 ადამიანი მკურნალობს რეგიონის მასშტაბით არსებულ კლინიკებში. მათგან მძიმე პაციენტია 242, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 ადამიანი.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ვითარებას, ბოლო 24 საათში კორონავირუსი 3 064 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 3 740 პირი, გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 212 526-ს შეადგენს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 188 408-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 182 პირი ემსხვერპლა.

22 დეკემბრის მონაცემები ასეთია: თბილისი-  1 241 შემთხვევა, აჭარა - 191, იმერეთი - 497, ქვემო ქართლი - 246, შიდა ქართლი - 244, გურია - 52, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 264, კახეთი - 196, მცხეთა-მთიანეთი - 63, სამცხე-ჯავახეთი - 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

თვითიზოლაციაში იმყოფება 41 006 ადამიანი, ხოლო საცხოვრებელ ბინაზე მკურნალობის კურსს გადის 13 881 პირი.


Print