კორონავირუსი
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 495 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში, იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 495 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონი, ვირუსის გავრცელების მასშტაბით ქვეყანაში მეორე ადგილზეა.

იმერეთის კოვიდკლინიკაში მკურნალობს 1 309 პაციენტი, აქედა მძიმეა 264 მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება - 56, კოვიდსასტუმროში მკურნალობს -127, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია -7.თვითიზოლაციაში იმყოფება - 6 201.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 904 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 206 907-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 316 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 175 842-მდე.

ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 055 პირი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

Print