ახალი ამბები
ჯანმო-ს ექსპერტები კორონავირუსის წარმოშობის საკითხის შესასწავლად უხანში ჩავლენ
FaceBook
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო მისია ჩინეთის ქალაქ უხანში ჩასვლას და კორონავირუსის წარმოშობის საკითხის შესწავლას მომავალ თვეში გეგმავს,
- ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯანმო-ს 10-კაციანი გუნდი ჩინელ მეცნიერებთან ერთად შეეცდება დაადგინოს, როგორ გადავიდა კორონავირუსი ცხოველიდან ადამიანში და წარმოიშვა თუ არა ის ნამდვილად იქ, სადაც აქამდე ფიქრობდნენ.

გავრცელებული ინფორამციით, მეცნიერები უხანში 4-5 კვირის განმავლობაში იმუშავებენ. მეცნიერების უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ კოვიდ 19 პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა და მისი წარმოშობა ცხოველების ბაზარს უკავშირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

Print