კორონავირუსი
14 დეკემბრის მონაცემებით, იმერეთში კორონავირუსით 147 ადამიანი დაინფიცირდა
FaceBook
ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

რეგიონში ვირუსზე სულ 239 ადამიანი მკურნალობს. მათგან ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება 52 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 288 პირი.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბს, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით 1 337 ადამიანი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელდა 3 498 პირი. გარდაიცვალა 49 ადამიანი.

რეგიონების მიხედვით, 14 დეკემბრის მონაცემები ასე გამოიყურება: თბილისი - 571 შემთხვევა, აჭარა-212, იმერეთი-147, ქვემო ქართლი-168, შიდა ქართლი-48, გურია-16, სამეგრელო-ზემო სვანეთი-74, კახეთი-41, მცხეთა-მთიანეთი-41, სამცხე-ჯავახეთი-18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-1.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 986 მოქალაქე. თვითიზოლაციაში იმყოფება 48 685 პირი, საცხოვრებელ ბინაზე მკურნალობის კურსს გადის 17 719 ადამიანი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

Print