ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ მონაცემებით რეგიონი კოვიდინფქციის გავრცელების მესამე ადგილზეა ქვეყნის მასშტაბით. 

რეგიონში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 215 არის, ხოლო  მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 55 ადამიანი. 

იმერეთში საკარანტინე სივრცეებში 17 პაციენტია განთავსებული.

ქვეყანაში ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 777 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 769 პირი, აჭარაში - 9 190, იმერეთში - 6 167.

დღეს  ქვეყანაში კორონავირუსის  2 720  ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


Print