კორონავირუსი
იმერეთში კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთის რეგიონში 599 კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონი ამ მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელების მასშტავით მეორე ადგილზეა.

იმერეთის კოვიდლინიკებში 1 377 პაციენტი მკურნალობს. აქედან მძიმეა 267, სუნთქვის აპარატზე -59.

კოვიდსასტუმროში 307 პაციენტი მკურნალობს. საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 28.

თვითიზოლაციაში იმყოფება 5 828.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 187 006-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 780 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 154 241-მდე.

ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 50 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 744 პირი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print