ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 4734 შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4734 ადამიანს დაუდასტურდა,  გამოჯანმრთელდა 3895 პაციენტი.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 174383 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 145 287 შეადგენს. გარდაიცვალა 1614 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 1126 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6900 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში - 3689 ადამიანი იმყოფება.


ანტირეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა იმერეთში. გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსის 823 შემთხვევა გამოვლინდა.

ამჟამად ვირუსზე 1325 პაციენტი მკურნალობს. მათგან მძიმეა 247-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 52 პაციენტი. კოვიდსასტუმროში - 393, ხოლო  საკარანტინე სივრცეში -27 პირი.


ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print