ახალი ამბები
იმერეთის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა
FaceBook
იმერეთის გუბერნატორს ზვიად შალამბერიძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
მას ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს და მკურნალობას სახლში გადის.

იმერეთში დღეს კოვიდინფექციის 673 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 169 649-ს.

ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 3 893 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 141 392-მდე. ბოლო 24 საათში ვირუსით გარდაიცვლა 36 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print