კორონავირუსი
სასურველია, წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ - ამირან გამყრელიძე
FaceBook
ვთხოვ ჩვენს საეკლესიო წინამძღვრებს, ისევე როგორც მრევლს, რომ დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვიძლევით.
სასურველია, წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა რეკომენდაცია ექნება მას ეკლესიის მიმართ საეკლესიო პირების ინფიცირების შემთხვევების ფონზე.

როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, ეკლესიაშიც, ისევე როგორც ყველგან, აუცილებელია, რომ ადამიანები იყვნენ პირბადით და დაიცვან დისტანცია.

"საეკლესიო პირები და ეკლესია გახლავთ ჩვენი საზოგადოების ისეთივე წევრი, როგორიც ნებისმიერი ჩვენგანი, ამიტომ ის ზოგადი რეკომენდაციები, რომ ეკლესიაში და მის გარეთ აუცილებლად ვიყოთ პირბადით, ეს არის აუცილებელი, ეკლესიაში შიგნით თუ გარეთ დავიცვათ დისტანცია - ეს არის აუცილებელი. განსაკუთრებით ახლა, დეკემბერი და იანვარიც იქნება შედარებით მძიმე, რადგან ერთმანეთს ედება ყველანაირი რესპირაციული ინფექცია - იქნება გრიპი, კოვიდი თუ სხვა და მეტი რისკია ამ ტიპის ინფექციების გავრცელების, ამიტომ დისტანცია, ხელების დამუშვება,

პირბადე - ყველა ამ ინფექციისთვის ერთი და იგივე პრევენციული ღონისძიებაა და ვთხოვ ჩვენს საეკლესიო წინამძღვრებს, ისევე როგორც მრევლს, რომ დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვიძლევით. სასურველია, წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ და ეს მოხდეს გახმოვანების საშუალებით, ვიდრე შიგნით,"- განაცხადა გამყრელიძემ.


Print