ახალი ამბები
7 დეკემბრის მონაცემებით,  საქართველოში კორონავირუსის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იკლო
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 2 501 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 1820-ით ნაკლებია 6 დეკემბრის მონაცემებზე.

დაფიქსირებული შემთხვევებიდან  397 გამოვლინდა იმერეთში.


კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 164 976-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 9 442 ტესტი. გამოჯანმრთელდა 3 988 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 137 499-მდე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 36 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ვირუსმა სულ 1 540 ადამიანი იმსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 25 911. მათ შორის, 6 963 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 3 744 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 15 204 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print