კორონავირუსი
იმერეთში კორონავირუსის 564 შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში 564 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რეგიონის კოვიდკლინიკებში 1 334 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის მძიმეა - 245, მართვით სუნთქვაზე იმყოფება - 48, კოვიდ სასტუმროში იმყოფება 428 მოქალაქე, საკარანტინე სივრცეში გადაყვანილია 28 პირი, თვითიზოლციაში რჩება - 5 316.

ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 162 475-ს.

გამოჯანმრთელდა 4 301 პირი, ხოლო ჯამში მათი რაოდენობა, ვინც კორონავირუსი დაამარცხა  133 511-მდეა გაზრდილი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print