ახალი ამბები
ქუთაისში სპორტის მუზეუმის დირექტორი კორონავირუსით გარდაიცვალა
FaceBook
კორონავირუსს ქუთაისის სპორტის მუზეუმის დირექტორი, ქართული სპორტის მკვლევარი და ქუთაისის საპატიო მოქალაქე ზურაბ ჯავახაძე ემსხვერპლა.

იგი 84 წლის იყო. მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა და ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა. თანმდევი დაავადებების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ქუთაისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროიდთვის 83 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან მძიმეა 4 პაციენტის მდგომარეობა.


დღეს საქართველოში კორონავირუსით 37 ადამინი გარდაიცვალა.


Print