კორონავირუსი
საქართველოში დღეს კორონავირუსის 5 068 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 336 პირი, ხოლო ვირუსმა 38 ადამიანის სიცოხლე იმსხვერპლა.
რაც შეეხება ცოვიდ-გეოგრაფიას, ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში დაფიქსირდა.

"ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 070 პირი, მათ შორის, თბილისში-491, აჭარაში-155, იმერეთში-247. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 476 პირი, მათგან თბილისში-214, აჭარაში-117, იმერეთში-45. 3 899 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 277- თბილისში, 2 022-აჭარაში, 343-იმერეთში. 13 779 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე", -  განმარტავს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე, ბერდია სიჭინავა.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 241 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-365, აჭარაში-448, ხოლო იმერეთში-28.

სულ 6 ოქტომბრიდან - 3 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-19 803 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 262 ადამიანი. 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

Print