ახალი ამბები
ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
FaceBook
ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, დაძაბული ვითარებაა.
ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას მოითხოვენ, თუმცა დაცვის სამსახური მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "ტიკარაძე, მონა! ბიძინა ივანიშვილის მონა". აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია. როგორც ისინი აცხადებენ, თუ მინისტრი მოსახლეობას არ შეხვდება, ისინი ადგილზე კარვებს გაშლიან.

მათი შეფასებით, საავადმყოფოში პაციენტების გადაყვანა ნაცნობობით ხდება, რადგან "ჯანდაცვის მინისტრი ბიძინა ივანიშვილის მონაა".

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 19 წლის თეკლა თორდია და 24 წლის ნინო გულიკაშვილი ქვეყნის "ცუდი ჯადაცვის სისტემის მსხვერპლია".

საქართველოში ბოლო ორი თვის განმავლობაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა  მზარდია, ასევე ყოველდღიურად იმატებს  კოვიდინფქციით გარდაცვლილთა რაოდენობაც. 

პრობლემაა  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც და პოსპიტალიზაციაც. 


Print