ახალი ამბები
ქუთაისის კლინიკაში 50 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა
FaceBook
ქუთაისში, "კლინიკა ბომონდი"-ს კოვიდცენტრის პედიატრიულ განყოფილებაში კორონავირუსისგან ყველაზე პატარა - 50 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა.

ჩვილი მკურნალობის და მონიტორინგის ქვეშ ათი დღე იმყოფებოდა.

"კლინიკა ბომონდი"-ს პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელის, ედიშერ ასათიანის თქმით, ჩვილი თავიდან ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რესპირატორული ჩივილებით-სისუსტითა და ტემპერატურით მიიყვანეს, სადაც კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, სამკურნალოდ "კლინიკა ბომონდი"-ს კოვიდცენტრში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობის კურსს 13 ბავშვი გადის. 13 სექტემბრიდან დღემდე კი განყოფილება დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 129 ბავშვს მოემსახურა.

კლინიკაში ამ დროისთვის 125 კოვიდდადებითი პაციენტია მოთავსებული.

ბოლო 24 საათში 2 947 პირი,  ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  124 568-მდე  გაიზარდა.
Print