ახალი ამბები
ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი მედპერსონალი გარდაიცვალა
FaceBook
ქუთაისში კორონავირუსით სამედიცინო სფეროს კიდევ ერთი წარმომადგენელი გარდაიცვალა.
54 წლის მარინე გოდუაძე ჩხობაძის სახელობის სამედიცინო ცენტრში ექთნად მუშაობდა. კლინიკის დირექტორის თქმით, ის ორი კვირის წინ დაინფიცირდა.

დაინფიცირების წყარო უცნობია, შესაძლოა, პაციენტისგან დაინფიცირდა. გარდაცვლილს დიაბეტი ქონდა, მისი მდგომარეობა მძიმე იყო და გუშინ გარდაიცვალა.

დღეს ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print