კორონავირუსი
ნათია თურნავა: სამედიცინო ჟანგბადის მომარაგების კუთხით არანაირი დეფიციტი არ შეიქმნება
FaceBook
უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსა და პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაზრდის ხელშეწყობასა და მარაგების შევსებაში,
- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის მეორე ტალღის დროს სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება პრაქტიკულად სამჯერ გაიზარდა.

"კერძოდ, დღეში 80 ტონას აჭარბებს სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება, რაც სამჯერ და მეტად აღემატება იმ მაჩვენებელს, რაც ჩვეულებრივ დროს გვქონდა, პანდემიის დაწყებამდე. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ არ შეიქმნას დეფიციტი და მინდა დავარწმუნო მოსახლეობა და ჯანადაცვის სექტორი, რომ არანაირი პრობლემა ჟანგბადის მომარაგების კუთხით არ შეიქმნება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ თურქეთში ჟანგბადის 10 ახალი, დიდი სიმძლავრის გენერატორი შეიძინა და თითო დღეში 1 ტონა ჟანგბადს აწარმოებს.

"აქედან, 2 დანადგარი უკვე ჩამოვიდა და რუხის კლინიკაში დამონტაჟდა. დეკემბრის შუა რიცხვებში კიდევ 6 დანადგარს ველოდებით", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.













Print