ახალი ამბები
პიკში ვართ - ამირან გამყრელიძე
FaceBook
პიკში ვართ ახლა, ეს პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე,

- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ განმარტა, დღეს რომ 3216 შემთხვევაა ეს ნიშნავს, რომ შაბათ-კვირას ნაკლები გამოკვლევები ჩატარდა.

"ჩვენ პიკს ველოდებოდით და ამაზე ვსაუბრობდით, სანამ მკაცრი შეზღუდვები დაიწყებოდა. ანუ ვპროგნოზირებდით ნოემბრის მეორე ნახევარში და ვიცით, რომ პიკში შესული ვართ. ყველდღიურად 3-დან 4000-მდე ინფიცირების მაჩვენებელი გვაქვს. დღეს რომ 3216 შემთხვევაა ეს ნიშნავს, რომ შაბათ-კვირას ნაკლები გამოკვლევები ჩატარდა, იმიტომ, რომ შაბათ-კვირას ასეა ხოლმე, განსაკუთრებით კვირას. ჩვენ პიკში ვართ ახლა, ეს პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის, როგორ დავიცავთ იმ რეგულაციებს, რომელიც დაწესებულია. შესაძლებელია, იყოს კიდევ უფრო ზრდა, მაგრამ დაახლოებით ამ ფარგლებში უნდა ვიყოთ", - განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 216 შემთხვევა  დაფიქსირდა. 

კოვიდიინფექციის გავრცელების შემცირების პრევენციის მიზნით მთავრობამ შეზღუდევბი აამოქმედა. 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print