ახალი ამბები
იმერეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 517 შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook

დღეს, იმერეთში კორონავირუსის  517 ახალი შემთხვევა დადასტურდა.


დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

თბილისში გამოვლენილია 1 622 შემთხვევა, აჭარა-313, იმერეთი-517, ქვემო ქართლი-187, შიდა ქართლი-82, გურია-19, სამეგრელო-ზემო სვანეთი-160, კახეთი-161, მცხეთა-მთიანეთი-77, სამცხე-ჯავახეთი-74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 305. მათ შორის, 6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 798, აჭარაში-991, იმერეთში-1 240.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 038 პირი, მათ შორის, თბილისში-488, აჭარაში -165, იმერეთში-217. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან თბილისში-221, აჭარაში-122, იმერეთში-39. 3 857 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 282- თბილისში, 2 023-აჭარაში, 270-იმერეთში. 10 065 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 104 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-455, აჭარაში-1 042, ხოლო იმერეთში-35.

სულ 6 ოქტომბრიდან-29 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-19 150 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 52 822 ადამიანი, მათ შორის თბილისში-18 901 პირი, აჭარაში-12 485, იმერეთში-4 986.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

Print