ახალი ამბები
ქუთაისში სამედიცინო კლინიკების თანამშრომელთა ტრანსპორტირებას მთავრობა უზრუნველყოფს
FaceBook
ქუთაისში სამედიცინო კლინიკების თანამშრომლების ტრანსპორტიებას მთავრობა უზრუნველყოფს.
ამის შესახებ იმერეთის  სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას  განმარტა. 

მხარეებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკასა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა, სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობაც შეაფასეს. კოვიდკლინიკების ხელმძღვანელების ინფორმაციით, ხორციელდება მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, ასევე სტაციონარებში საწოლფონდის შესაძლო დეფიციტის პრევენციის მიზნით, მუდმივად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გაამკაცრა. რის საფუძველზე  8 დიდ ქალაქში მათ შორის ქუთაისში 28 ნოემბრიდან  31 იანვრის ჩათვლით ტრანსპორტი მუშაობა აიკრძალა. 



ამავე თემაზე:

დღეიდან 31 იანვრის ჩათვლით ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს

რა შეზღუდვები მიიღო მთავრობამ



Print