ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა
FaceBook
ერთი კვირის  განმავლობაში იმერეთში კორონავირუსს სამი ექიმი ემსხვერპლა.
დღეს , წყალტუბოში რაიონული საავადმყოფოს ექიმი დათო წულაია გარდაიცვალა. ის კარდიოლოგი იყო და მას ვირუსი მძიმე ფორმით ჰქონდა.

იგი ის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა.

მედიკოსს დადასტურებულ კოვიდინფექციასთან ერთად, თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

საქართველოში ბოლო 24 საათში 35 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 132,368 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 110,049-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1,230 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 2,033 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6,373 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში 3,946 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print