ახალი ამბები
ქუთაისში კორონავირუსით ეპიდემიოლოგი გარდაიცვალა
FaceBook

ქუთაისში კორონავირუსით ერთი ექიმი გარდაიცვალა.


62 წლის ექიმეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოში მუშაობდა. კორონავირუსი ერთი კვირის წინ დაუდასტურდა,
თავდაპირველად მდგომარეობა სტაბილური იყო,

მოგვიანებით დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საქართველოში დღეს კოვიდინფექციით, 34 პაციენტი გარდაიცვალა. 

ამასთან, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 472 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 127 942-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 058 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 106 328-მდე.

 

Print