კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 10 263 პირი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის
FaceBook
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით,
კორონავირუსით ინფიცირებული 10 263 პირი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის, 6 286 ადამიანი კი საავადმყოფოში.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 942 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 421 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 393. მათ შორის, 6 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 760, აჭარაში -1 016, იმერეთში -1 201. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 942 პირი, მათ შორის, თბილისში-429, აჭარაში -150, იმერეთში -214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 421 პირი, მათგან თბილისში -179, აჭარაში-119, იმერეთში -41.

3 844 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1291-თბილისში, 1 998-აჭარაში, 285- იმერეთში", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 4472 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print