ახალი ამბები
დღეიდან 31 იანვრის ჩათვლით ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს
FaceBook

-box; padding: 0px 0px 20px; margin: 0px; font-size: 18px; color: #424242;"> 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით დიდ ქალაქებში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში დამატებითი შეზღუდვები წესდება.


უფრო კონკრეტულად, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასეთია:

- ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;

- სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;

- ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;

- სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;

- კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.

28 ნოემბრიდან ამოქმედებული  სხვა შეზღუდვები ნახეთ აქ.

 

Print