ახალი ამბები
ადგილები სწრაფად ივსება - რა ხდება ქუთაისის კოვიდკლინიკებში
FaceBook
საქართველოში ყოველდღიურად იზრდება კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა.
შესაბამისად, მზარდია იმ კოვიდპაციენტების რიცხვიც, რომელიც კლინიკებში საჭიროებს გადაყვანას და ექიმების მეთვალყურეობას. ჯანდაცვის სამინისტროს თუ დავუჯერებთ ქვეყნაში საწოლფონდის პრობლემა არ არის, უფრო მეტიც, მათი თქმით, პაციენტები კოვიდსასატუმეროებსა თუ კლინიკებში ხედებსაც კი არჩევენ.


"დღეს დილით თავისუფალი საწოლების რაოდენობა იყო 421, ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, გადანაწილება და დიდი დატვირთვა მოდის თბილისზე, ბათუმზე, ქუთაისზე ანუ დიდ ქალაქებში უფრო მეტი დატვირთვაა სხვაგან შედარებით ნაკლები",
- ეს განცხადება დღეს ჯანდაცვის მინისტრმა თამარ გაბუნიამ გაკეთა.

ქუთაისიპოსტი დაინტერესდა ქალაქში არსებულ კოვიდკლინიკებში დღეს რამდენი საწოლია თავისუფალი და შესაბამისად, რამდენი პაციენტის მიღება შეუძლიათ. ქუთაისში დაახლოებით,
ათამდე კოვიდკლინიკაა, სადაც გვითხრეს, რომ დღეის მონაცმებით თავისუფალი არცერთი ადგილი არ აქვთ. საწოლები თავისუფალი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, როცა პაციენტს წერენ ან შედეგი ლეტალურია.

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში დღეის მონაცემებით 81 კოვიდპაციენტს მკურნალობენ და თავისუფალი ადგილი არ აქვთ. კლინიკაში განმარტავენ, რომ შესაძლოა პაციენტების გაწერა ყოველდღე ვერ მოხდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ
თავისფალი საწოლის არ იქნება.

ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოს ხელმძღვანელი ირაკლი გოგინავა განმარტავს, რომ მათთან ამდროისთვის 120 კოვიდპაციენტი მკურნლობს.

თუ რამდენი საწოლი არის თავისუფალი გვაპასუხობს.

"ამდროისთვის შეიძლება არცერთი ადგილი არ იყოს თავისუფალი, მაგრამ შეიძლება ერთ საათში ან დღის განმავლობაში ვინმე გაეწეროს და ადგილიც გამოთავიუსფლდეს. ეს არის დინამიური პროცესი", - ამბობს ის.

კლინიკაში დღეში საშუალოდ 20-25 პაციენტი ეწერება და ადგილიც დღის პირველ ნახევარში ივსება.


"დილით ორი ადგილი იყო, რომელზეც უკვე ვათანხმებ და პაციენტი შემოგვყავს", - ამბობს ქუთაისის მესამე სამშობიარო სახლის, ახალ უკვე კოვიდკლინიკის ხელმძღვანელი გიორგი აბესაძე.

კლინიკაში სულ 40 საწოლი აქვთ და ყველა მათგანი დაკავებულია.


"უნიქალმედიში" კორონავირუსზე 45 პაციენტი მკურნალობს. კლინიკაში აცხადებენ, რომ დამატებითი პაციენტების მისაღებად ადგილი ამ ეტაპზე არ აქვთ.

"გუშინ ღამით გაეწერა ოთხი პაციენტი, დილით ხუთი, თუმცა დღის განმავლობაში 9 პაციენტი მივიღეთ და ისევ 45 პაციენტი გვყავს. ამ ეტაპზე კიდევ დამატებით პაციენტებს ვერ მივიღებთ, სანამ რომელიმე არ გამოჯანმრთელდება," - აცხადებენ კლინიკაში.

ქუთაისის ავტოქარხნის საავადმყოფოში ამდროისთვის 114 კოვიდპაციენტი გადის მკურნალობას. კლინიკის ხელმძღვანელი გოგიტა ბაბუნაშვილი გვიხსნის, რომ თერაპიული პაციენტებისთვის (შედარებით მსუბუქი პაციენტი) საწოლები თითქმის ყოველდღე თავისუფლდება და მაშინათვე ივსება.

კოვიდკლინიკებში ადგილების უქონლობის გამო სად მიყავთ პაციენტები, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებენ სტაციონარში მოთავსებას ამ შეკითხვით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს მივმართეთ, სადაც განგვიმარტეს:

"ასეთ შემთხვევაში ახლომდებარე მუნიციპალიტეტში გადაჰყვათ, თუმცა, მანამდე ჩვენს მედპერსონალსაც შეუძლია ადგილზე (სასწრაფოს მანქანაში - რედ.) დახმარების გაწევა".

მათივე ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დახმარების მისაღებად დღეში საშუალოდ 4 000-მდე ადამიანი რეკავს.

Print