ახალი ამბები
31 იანვრამდე ზამთრის კურორტები დახურული იქნება
FaceBook

28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, სათხილამურო კურორტებზე - ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია დამატებითი შეზღუდვები შემოდის.

 

-size: medium;">კერძოდ, სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად; ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

გარდა ამისა:

- სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;

- ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;

- სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;

- კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.


მთავრობის ყველა შეზღუდვა ნახეთ აქ.

Print