ახალი ამბები
ქუთაისში ინფიცირებული მედპერსონალის რაოდენობა იზრდება
FaceBook
ქუთაისის მეოთხე შერეულ პოლიკლინიკაში ოცამდე თანამშრომელი დაინფიცირდა.

მათმა ნაწილმა უკვე დაამარცხა კოვიდინფექცია, მხოლოდ რვა თანამშრომელი რჩება კოვიდკლინიკებში და მკურნალობის კურსს გადიან.

პოლიკლინიკის დორექტორის მოადგილის ბესიკ მანჯგალაძის ინფორმაციით, თანამშრომლების დაინფიციების წყარო უცნობია, მათი მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა. რაც შეეხება პოლიკლონიკის მუშაობას, ის ამ დროისთვის შეუფერხებლად მუშაობს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევაა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 92 215-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევაა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 051 გარდაცვალების შემთხვევა.

Print