კორონავირუსი
როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება
FaceBook
სააკოორდინაციო  საბჭოს  დასრულების   შემდეგ  ჯანდაცვის  მინისტრმა ეკატერინე  ტიკარაძემ ქვეყანაში   კოვიდ 19- ის   შემოტანაზეც ისაუბრა.
მისი  თქმით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას მიიღებს.

"ჩვენ ვართ აქტიურად ჩართული პროცესში. დღეის მდგომარეობით ჩვენ ვახორციელებთ, ასევე, დამატებით ყველა იმ ინფრასტრუქტურის მობილიზებას, რაც საჭირო იქნება უკვე შესყიდული ვაქცინის ტრანსპორტირების და შესაბამისად საქართველოს მასშტაბით მისი გადანაწილებისთვის. იმ თარიღში როცა ის უკვე ხელმისაწვდომი იქნება, რა თქმა უნდა, საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას", -  განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევაა.

რეგიონების მიხედვით განაწილება ნახეთ აქ. 

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 92 215-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევაა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 051 გარდაცვალების შემთხვევა.

Print