ახალი ამბები
"საკოორდინაციო საბჭო ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს 2 დღეში მიიღებს"
FaceBook
ამირან გამყრელიძის განცხადებით, აუცილებლია, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები გამკაცრდეს და დაემატოს წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება მკაცრი მასშტაბით.
გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებებს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო უახლოესი ორი დღის განმავლობაში მიიღებს.

"აუცილებელია, რომ ჩვენ გავამკაცროთ აღსრულება არსებული რეგულაციების და დავამატოთ და გავაფართოვოთ წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება უფრო მკაცრი მასშტაბით. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებებს იღებს საკოორდინაციო საბჭო. დღესაც ბევრი მსჯელობა იყო ამაზე. ვფიქრობ, გაგრძელდება ხვალაც და უახლოეს ორ დღეში საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს", - აღნიშნა გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევაა.

რეგიონების მიხედვით განაწილება ნახეთ აქ. 

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 92 215-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევაა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 051 გარდაცვალების შემთხვევა.


Print