ახალი ამბები
ქუთაისში კორონავირიუსი 102 წლის ბებომ დაამარცხა
FaceBook
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი 102 წლის ბებომ დაამარცხა.
ხანდაზმული მოხუცთა თავშესაფრიდან  კლინიკაში ორი კვირის წინ შეიყვანეს. 

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, მოხუცი თავს კარგად გრძნობს და ის კლინიკიდან 14 ნოემბერს გაეწერება. ამ დროისთვის, კლინიკაში 77 ინფიცირებული პაცირნტი მკურნალობს,აქედან 2 კრიტიკულად მძიმეა.

იმერეთში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 513 შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

კარანტინის რეჟიმშია 2506 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 4918 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში კი 3311 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print