ახალი ამბები
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 463 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის მაჩვენებელმა დაიკლო, დღე-ღამის განმავლობაში 463 კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ მონაცემებით, იმერეთი, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბით კვლავ მესამე ადგილზეა. რეგიონში გუშინ კორონავირუსის რეკორდულად მაღალი 782 შემთხვევა დაფიქსირდა.

იმერეთში თვითიზოლაციაში 4 248 ადამიანი იმყოფება. რეგიონში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.

24 საათის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ინფიცირების 2 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 2 970 პირი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





Print