კორონავირუსი
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კორონავირუსით გარდაიცვალა
FaceBook
ქუთაისის N 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ის რამდენიმე კვირის განმავლობაში  ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში  მკურალობდა. 

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, პაციენტის მგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

გარდაცვლილს ვირუსთან ერთად აღენიშნებოდა თანხმლები დაავადებები. პნევმონია, B ჰეპატიტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრ. უკმარისობა. შაქრის დიაბეტი.

ავთანდილ ოსეფაიშვილი წლების განმავლობაში ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა.

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ოპრი პაციენტი გარდაიცვალა.

კლინიკაში 72 პაციენტი  მკურნალობს.
Print